სამართალი

ვატო ყიფიანის ადვოკატი: დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იყო

ვატო ყიფიანის ადვოკატი: დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ყიფიანი ქალაქგარეთ იყო

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ ყიფიანთან დაახლოებით საათ-ნახევრის წინ ჰქონდა კომუნიკაცია. ადვოკატის თქმით, იმ დროისთვის ყიფიანი დაკავებული არ იყო და ქალაქგარეთ იმყოფებოდა.

ფხალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მისთვის უცნობია დაკავების მიზეზი და ის, დაკავებულია თუ არა ყიფიანი საერთოდ. მისივე თქმით, დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ყიფიანთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია. ადვოკატი ამჟამად ყიფიანის ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს.

ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ