შსს-ში ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის დაკავებას ადასტურებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ დაკავება.
სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიება.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









