თბილისში „შაბათის მარში“ ავლაბრიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

თბილისში ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და იქიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
მსვლელობაში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მიაქვთ.
„შაბათის მარში“ პარლამენტთან დასრულდება.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











