გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება „ტიპური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოდან „დასაბუთებული განჩინება მიუვიდა“. განჩინება მათ პირველ შუამდგომლობას ეხება.
გვარამიას თქმით, ეს განჩინება „ტიპური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს „დასაბუთებული” განჩინება მომივიდა ელექტრონული ფოსტით. აი, სულ პირველ შუამდგომლობაზე უარი რომ გვითხრეს ორი კვირის წინ, ის. ხომ, ახლა მომივიდა, დასაბუთებას დრო არ უნდა თუ რა?
ხუმრობა იქეთ იყოს და, სამართლებრივი დეტალებით არ გადაგღლით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ტიპური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია. კლანის ყველაზე უარეს ტრადიციებში”, - წერს ნიკა გვარამია.
სტატიაში მოხსენიებული პირები
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











