კრაკოვის საბაზრო მოედანზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ეჭვმიტანილი დააკავეს

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში, საბაზრო მოედანზე, სროლა მოხდა. პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის სპიკერის თქმით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი გამვლელი მანქანიდან გაუხსნიათ. „კრაკოვის საბაზრო მოედანზე სროლა მოხდა, ცეცხლი გამვლელი მანქანიდან გახსნეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. ხალხს მოვუწოდებ, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილებს“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის სპიკერმა.
წმინდა მარიამის ეკლესიის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, მოედანზე კი სამედიცინო ვერტმფრენი დაეშვა.
პოლიციის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ჭრილობა ორმა პოლიციელმა მიიღო. ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევითი გამვლელებიდან 10 ადამიანი დაშავდა.











