მსოფლიო

პისტორიუსი: გერმანია უკრაინას Patriot-ის სისტემებს აღარ გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემა აღარ შეგვიძლია

გერმანიას უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემა აღარ შეუძლია. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისივე ცნობით, მოკავშირეები უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის საკითხს 17 ნოემბერს დაგეგმილ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი“) შეხვედრაზე განიხილავენ.

პისტორიუსის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა ტვირთი სხვა სახელმწიფოებმა უნდა აიღონ.

„ყველაფრის ამჟამად შევსება არ შეგვიძლია, რასაც ახლა გავცემთ. ეს ჩვენს თავდაცვაში პრობლემას წარმოქმნის, რაზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ამჟამად, მეტის გაკეთება არ შეგვიძლია“, - განაცხადა პისტორიუსმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ