ზელენსკი: რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება. მისი თქმით, ეს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსული თავდასხმების საპასუხოა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ელექტროსადგურები, ენერგეტიკული ქსელი, თბომომარაგებისა და წყალმომარაგების ობიექტები და სამოქალაქო ლოჯისტიკა „შაჰედებისა“ და რაკეტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა.
„რუსები არ ცვლიან თავიანთი აგრესიული ქმედებების ბუნებას, მათ მიატოვეს დეესკალაციური ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, და გათვლა აქვთ მომავალ დარტყმებზე. ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი პასუხები“, - წერს ზელენსკი.
სტატიაში მოხსენიებული პირები
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











