მსოფლიო

ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად სტივენ მილერი დანიშნა, სუზი უაილსი შტაბში გადადის

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

მისი თქმით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი, რომელსაც ტრამპი თავის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მრჩეველს უწოდებს, ადმინისტრაციის უფროსი ორშაბათიდან, 2026 წლის 9 ნოემბრიდან გახდება.

ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მანამდე სუზი უაილსი მუშაობდა. ტრამპის ინფორმაციით, ის ტრამპის პოლიტიკურ შტაბში გადაინაცვლებს.

ტრამპმა უაილსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ის წერს: „მინდა მადლობა გადავუხადო მას ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გაწეული სამსახურისთვის - მან შესანიშნავი სამუშაო გასწია!“

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ