საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში 7-9 ნოემბერს ნალექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი და მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა მოსალოდნელია

7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის დილამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი. აჭარასა და გურიაში ნალექი დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით იქნება.

შესაძლებელია ელჭექი და ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.

დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიძლება შეიზღუდოს.

სააგენტოს თქმით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ურბანულ ტერიტორიებზე კი ცალკეული ადგილების დატბორვა. საფრთხის დონე საშუალოა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ