„ისთ ფოინთთან“ დაახლოებით 20 მოზარდის დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთთან“ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ღამით სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ანუ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











