თბილისი

ვარკეთილსა და ვაზისუბანში 6400 აბონენტს გაზი 2 ნოემბრის ღამით დროებით შეუწყდებათ

„თბილისი ენერჯი“ - გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ვარკეთილსა და ვაზისუბანში გაზის მიწოდება 6400 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო ვარკეთილსა და ვაზისუბანში 6400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზი 2 ნოემბრის 22:00 საათიდან 3 ნოემბრის 10:00 საათამდე არ ექნებათ.

მიწოდება შეუწყდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს, ვარკეთილის 4-3 მასივის რიგ კორპუსებს, წულუკიძის ქუჩისა და მისი შესახვევების მისამართებს, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩაზე მდებარე კორპუსებს, ვაზისუბნის დასახლების კორპუსებს, დავით კვაჭანტირაძის ქუჩის რამდენიმე მისამართს, ასევე მიმდებარე კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება №157 სკოლას, კერძო სკოლა „ალბიონს“, №90 საჯარო სკოლას და ი/მ ვასილ ლომიძეს.

გაზის მიწოდების აღდგენა 3 ნოემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე დასრულდება. კომპანია მოსახლეობას სთხოვს, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ.

გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: +995 32 2404004, ან სწრაფი რეაგირების სამსახურში: 114.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ