
მარტა კოსი ევროკომისარია გაფართოების საკითხებში. ამონარიდების მიხედვით, ის დადასტურებულ გამომსვლელებს შორისაა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც 15-16 ნოემბერს გაიმართება და რომელზეც საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ იქნება. ევროპის დღესთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, ხოლო 6 ოქტომბერს თქვა, რომ სომხეთი ევროპისკენ მიიწევს და მასთან ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.




