მსოფლიო

The Washington Sun: ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკულ კომპანიებს რუსული დიზელის მიღებისკენ უბიძგებს

მედია - ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკულ კომპანიებს რუსული დიზელის მიღებისკენ უბიძგებს

ტრამპის ადმინისტრაცია არასაჯაროდ მოუწოდებს ამერიკულ კომპანიებს, მიიღონ რუსული დიზელი, რომელიც ამჟამად ატლანტიკის ოკეანეს კვეთს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Sun წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანიებს გააფრთხილეს, რომ ამან შეიძლება ისინი მნიშვნელოვანი სამართლებრივი და რეპუტაციული რისკის ქვეშ დააყენოს. წყაროების თქმით, ამერიკულ კომპანიებს არ სურთ, რუსებისგან დიზელის ყიდვით რისკები საკუთარ თავზე აიღონ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კონგრესის დემოკრატების განცხადებით, ტრამპის განკარგულება სანქციების შესახებ კანონს არღვევს.

გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა: „მოსკოვი და ვაშინგტონი მათ [ამერიკულ კომპანიებს] ძალიან აქტიურად მოუწოდებენ, მიიღონ ეს ტვირთები, მათ შორის დიდი ფასდაკლებითაც, მაგრამ ისინი წინააღმდეგობის კედელს აწყდებიან, რაც რეპუტაციულ და სამართლებრივ რისკებს უკავშირდება“.

სხვა წყაროს თქმით, ტვირთების კომერციული მფლობელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ მათ გაყიდვას, თუმცა ამერიკულ კომპანიებში ინტერესი ვერ გამოიწვიეს. რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ ტანკერებზე დიზელის დატვირთვის მომენტისთვის მას დადასტურებული მყიდველი არ ჰყავდა.

დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი აცხადებს: „ნებისმიერი კომპანია ან ფიზიკური პირი, რომელიც რუსული დიზელის საწვავის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს, უნდა იაზრებდეს, რომ დანაშაულს სჩადის და კონგრესი აკვირდება ამას. გარდა ამისა, მომავალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა ისინი პასუხისგებაში მისცეს, იმისდა მიუხედავად, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ამაზე თვალს ხუჭავს“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ