მსოფლიო

ორეგონში ორი ვერტმფრენის შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ორეგონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერში ორი ვერტმფრენი შეეჯახა ერთმანეთს. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

იამჰილის ოლქის შერიფმა სემ ელიოტმა ხუთშაბათს საღამოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა: ტეხასიდან ჩასული ფრენის ინსტრუქტორი, 22 წლის მედი ასბო, და გაერთიანებული სამეფოდან ჩასული კურსანტი პილოტი. კურსანტის ვინაობა ჯერ არ სახელდება, რადგან ოჯახისთვის მომხდარი ჯერ არ შეუტყობინებიათ.

შერიფის თქმით, მეორე ვერტმფრენში პილოტი მარტო იყო. ეს არის 38 წლის ტაილერ სტურდევანტი ქალაქ ნიუბერგიდან.

ავიაკატასტროფას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) იძიებს, გამოძიებაში ჩართულია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციაც (FAA). NTSB-ის ინფორმაციით, ერთმანეთს Robinson R-22-სა და Airbus AS350-ის ტიპის ვერტმფრენები შეეჯახა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ