მსოფლიო

კაბადოკიაში „ფერიების ბუხრის“ ჩამოშლას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა

კაბადოკიაში კლდის ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება

თურქეთის პოპულარულ ტურისტულ ადგილას, კაბადოკიაში, კლდის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქი ოფიციალური პირების თქმით, გორემეს რეგიონში კლდოვანი წარმონაქმნის, ე.წ. „ფერიების ბუხრის“, ნაწილი ჩამოიშალა.

ნევშეჰირის პროვინციის გუბერნატორის, ჰუსეინ კოკის თქმით, ჩამოშლა სავარაუდოდ ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. მან აღნიშნა, რომ სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ იმ ადამიანების ძიებას, რომლებიც შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.

კოკის ინფორმაციით, სამი გარდაცვლილიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე დაღუპულის შესახებ ინფორმაცია მას არ გაუვრცელებია.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ