პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: სარჩელში მოყვანილი ფაქტების 95 პროცენტი ტყუილია

ანა ბუჩუკური - იმდენად გაურკვეველია, საერთოდ რას გვედავებიან ჩვენს პარტიას - პოლიტიკური განცხადებების გამო კრძალავენ პარტიებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ სარჩელში მოყვანილი ფაქტების 95 პროცენტი ტყუილია და ის მხოლოდ პროპაგანდისტულ მესიჯებს ემსახურება.

„იმდენად გაურკვეველია, საერთოდ რას გვედავებიან ჩვენს პარტიას. იძულებულები გავხდით, სადაც გახარია არის სიტყვა გამოყენებული, ამოგვეწერა და ამ პროპაგანდისტულ მესიჯებზე პასუხი მოგვემზადებინა. 95 პროცენტი ფაქტებიც კი ტყუილია მოყვანილი.

სარჩელი ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება და პოლიტიკური განცხადებების გამო კრძალავენ პარტიებს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ