ბოლსონარუს პარტიამ ბრაზილიის არჩევნებში ლულას გამარჯვება აღიარა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუს „ლიბერალურმა პარტიამ“ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამარჯვება აღიარა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
„ჩვენ ვაღიარებთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ წარმოქმნილ პრობლემებს დეტალური პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ვალდემარ კოშტა ნეტომ.
მანამდე, შედეგების გამოცხადების შემდეგ, ფლავიო ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ლულას გამარჯვების გაუქმებას მოითხოვდა. მისი თქმით, საფუძველი ის იყო, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ხმის მიცემის პროცესი ორი საათით გაახანგრძლივა.
არჩევნების შედეგებზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა. „მე არცერთის მხარე არ დამიჭერია, მაგრამ ეს კიდევ ერთ გაყალბებულ არჩევნებს ჰგავდა. მიმაჩნია, რომ არჩევნები, კერძოდ კი ხმების დათვლა, ძალიან ცუდად ჩანდა. ხმის მიცემის ვადის გახანგრძლივება ძალიან უცნაური იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.











