მსოფლიო

ზელენსკი მოლდოვის პრემიერ ტოფანს შეხვდა: განიხილეს ევროინტეგრაცია და დნესტრისპირეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვასილე ტოფანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე უკრაინისა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

„მოლდოვა და უკრაინა ნამდვილად უფრო ძლიერები არიან, როდესაც ამ მიმართულებით წინ ერთად მიიწევენ. მნიშვნელოვანია, რომ სვლა ერთად გავაგრძელოთ, რადგან ეს სამართლიანია“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკიმ და ტოფანმა უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს: განიხილეს დნესტრისპირეთის საკითხი და სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ