მსოფლიო

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 1 000 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 1 000-მდე ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში შაბათს გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლებშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დაახლოებით 1 000 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, აქციებს მოგვიანებით რამდენიმე ადგილას შეტაკებები მოჰყვა. პარიზსა და რამდენიმე სხვა ქალაქში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მარსელში აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, ბორდოში კი ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინიდან დამცავი ფიცრები ჩამოგლიჯეს. ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი იმ ხალხის დასაშლელად გამოიყენა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი პრეფექტურის მიერ აქციებისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე იყო შეკრებილი.

BBC წერს, რომ არეულობის მიუხედავად, ხელისუფლებას ჯერჯერობით გასულ შაბათ-კვირას მომხდარი მასშტაბის არეულობისა და ძარცვის თავიდან აცილება გამოსდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო შეფასებით, შაბათის აქციებში 410 000 ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირების ინფორმაციით, მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 800 000 იყო.

წესრიგის უზრუნველსაყოფად დაახლოებით 70 000 პოლიციელი მობილიზდა, რამდენიმე ქალაქში კი შეზღუდვებიც დაწესდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ