მსოფლიო

ტალაჰასიში, ფლორიდის A&M უნივერსიტეტთან სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ფლორიდის უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი

აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის A&M უნივერსიტეტის კამპუსთან მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი.

ტალაჰასის პოლიციის უფროსმა, ლოურენს რეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულთაგან 11-ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, ერთი კი გაქცევისას დაშავდა.

„მათ შორის ექვსი ზრდასრულია, ექვსი კი - არასრულწლოვანი. ყველაზე პატარა დაშავებული 11 წლისაა. სამი მათგანი მძიმედ დაშავდა, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია. რვა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლოურენს რეველმა.

პოლიციამ მომხდარი ფიზიკურ პირებს შორის დაპირისპირებად შეაფასა.

უნივერსიტეტის განცხადებით, მათთვის ცნობილია კამპუსთან ახლოს, პერის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. ადგილზე ტალაჰასის პოლიციის დეპარტამენტი იმყოფება და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ