მსოფლიო

ბულგარეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება: იოტოვა 34.6%-ითაა, გიუროვი - 32%-ით

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 95.3%-ის დათვლის შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ ხმების 34.6% მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი გიუროვმა კი 32% მოიპოვა.

ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 22.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 50%-ზე მეტ საჭირო ზღვარზე.

მეორე ტური, სავარაუდოდ, 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

ბულგარეთში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. ამ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსი ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს (გარკვეული გამონაკლისის გარდა), არის უმაღლესი მთავარსარდალი და ხელს აწერს გენერალური პროკურორისა და უმაღლესი სასამართლოების ხელმძღვანელების დანიშვნის ბრძანებულებებს. პრეზიდენტი ასევე ნიშნავს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და პარლამენტის მიღებულ კანონებზე ვეტოს დადების უფლება აქვს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ