მსოფლიო

ბარსელონაში აქციაზე მომხდარი არეულობის გამო 128 ადამიანი დააკავეს

ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს

ბარსელონაში საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის შემდეგ 128 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ხელისუფლების ცნობით, არეულობა შაბათს, დღის მეორე ნახევარში, კატალონიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ახალგაზრდების ჯგუფებმა მაღაზიები გაძარცვეს, ქუჩის ინფრასტრუქტურა დააზიანეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები და სხვა მძიმე საგნები ესროლეს. რამდენიმე ჯგუფმა ბარიკადები აღმართა, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია.

პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო და 128 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა დაახლოებით მეოთხედი არასრულწლოვანია. ღამის განმავლობაში პოლიციის 15 თანამშრომელი დაშავდა.

აქცია სოციალურ ქსელებში სლოგანით „Instituts Indignats“ (აღშფოთებული მოსწავლეები) ვრცელდებოდა. მისი მიზანი ფრანგული ახალგაზრდული მოძრაობის „Lycéens Indignés“ კატალონიის დედაქალაქში გადმოტანა იყო.

ესპანური მედიის ცნობით, დემონსტრაციის ყველაზე აქტიურ ფაზაში დაახლოებით 600 ადამიანი მონაწილეობდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ