პუტინი: ევროპაში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულება გადაჭარბებულია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულების მცდელობა გადაჭარბებულია.
„პირველი რეაქცია, როცა ეს ვნახე, გაკვირვება იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმის მტკიცება, რომ ჩვენ ევროპის დიდ ქალაქებში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ვიწვევთ, უკვე აშკარა გადაჭარბებაა, რაც, ჩემი აზრით, რიგითი ევროპელებისთვისაც ცხადია“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ეს ბრალდებები ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტესა და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მიუთითებს.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროპის ქვეყნების ზოგიერთი ხელმძღვანელი სუსტია და არ შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება“, - განაცხადა პუტინმა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











