კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავის ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საზეიმო ღონისძიება უნგრეთის პარლამენტში გაიმართა და მისი გახსნა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა აგნეს ფორშტჰოფერმა მოახდინა. შესრულდა უნგრეთის სახელმწიფო ჰიმნი, 1956 წლის რევოლუციის გმირების ხსოვნას კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
თარიღის ისტორიულ მნიშვნელობაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრეზიდენტმა ანდრაშ ბაკამ გაამახვილა ყურადღება. უნგრეთს იუბილე მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
კოშუთ ლაიოშის მოედანზე უნგრელ ხალხსა და ღონისძიების სტუმრებს პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი მიმართა. მან 1956 წლის რევოლუციის იდეალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.
ღონისძიებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ.











