როსსელხოდნადზორი: საქართველო რუსეთისგან ცხოველის მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს

რუსეთის სანიტარული სამსახურის, როსსელხოდნადზორის, ინფორმაციით, საქართველო რუსეთისგან ცხოველის მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს. შესყიდვა 2027 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. შესყიდვის ღირებულება დაკონკრეტებული არ არის.
რუსული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ როსსელხოდნადზორის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონულ სემინარშიც მიიღეს მონაწილეობა.
იმავე განცხადების თანახმად, 2026 წლის ნოემბრიდან ორ ქართულ რძის გადამამუშავებელ კომპანიას რუსეთში შესვლის შესაძლებლობა მიეცემა. განცხადებაში ასევე მიმოხილულია ცოცხალი ღორებისა და ხილის ვაჭრობის მაჩვენებლები, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერვე დაწესებულ ახალ ნაწილობრივ ემბარგოზე.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











