კონფლიქტები

ზელენსკი: Starlink-ი ფრონტზე 130-161 კმ/სთ სიჩქარეზე მუშაობას წყვეტს

ზელენსკი: Starlink-ი ფრონტზე 130-161 კმ/სთ სიჩქარეზე მუშაობას წყვეტს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, Starlink-ი ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 130-161 კმ/სთ სიჩქარეზე მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის თაობაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოხსენება მოისმინა.

„სამწუხაროდ, ვაფიქსირებთ, რომ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოწყობილობები 130–161 კმ/სთ სიჩქარეზე მუშაობას წყვეტს. ეს ფრონტის ხაზზე ჩვენს ლოჯისტიკას აფერხებს და სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებას ზღუდავს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ეს საკითხი პარტნიორებთან ყველა დონეზე უნდა განიხილონ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ