გარემოს ეროვნული სააგენტო 22 ოქტომბრამდე ძლიერ ნალექს და წყალმოვარდნების რისკს პროგნოზირებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე დროგამოშვებითი ნალექია მოსალოდნელი. ნალექი ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობით იქნება.
სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაც.
სააგენტოს განმარტებით, „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“.











