საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობა 3.941 მილიონია, მათგან 2.053 მილიონი ქალია

საქართველოს მოსახლეობა 3.941 მილიონია, მათგან 2.053 მილიონი ქალია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიული მონაცემებით, 2026 წლის მდგომარეობით საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 1.887 მილიონი კაცია, 2.053 მილიონი კი ქალი.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა 3.930 მილიონს შეადგენდა. მაშინ ქვეყანაში 1.881 მილიონი კაცი და 2.049 მილიონი ქალი ცხოვრობდა.

ასაკობრივი ჯგუფებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია 35-39 წლის მოსახლეობა, სადაც 303.2 ათასი ადამიანია. მეორე ადგილზეა 10-14 წლის ჯგუფი 289.3 ათასი ადამიანით, მესამეზე კი 40-44 წლის ჯგუფი 280.3 ათასი ადამიანით.

ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფებია: 1 წლამდე ასაკის ბავშვები - 36.9 ათასი, 80-84 წლის ადამიანები - 60.8 ათასი და 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა - 68.2 ათასი.

დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფების მაჩვენებლები: 15-19 წელი - 268.2 ათასი, 30-34 წელი - 267.2 ათასი, 5-9 წელი - 256.9 ათასი, 65-69 წელი - 246.1 ათასი, 60-64 წელი - 245.9 ათასი, 45-49 წელი - 244.8 ათასი, 20-24 და 50-54 წელი - თითოეული 223.5 ათასი, 55-59 წელი - 209.8 ათასი, 70-74 წელი - 199.4 ათასი, 1-4 წელი - 167.2 ათასი და 75-79 წელი - 138.1 ათასი ადამიანი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ