ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სამინისტროს მონაცემებით, დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
უწყების ცნობით, ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, მაშინ, როცა ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
სამინისტრო განმარტავს, რომ დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









