მსოფლიო

სიბიგა: ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას არ უკავშირდება

სიბიგა: ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილება რუსეთზე ეფექტიან ზეწოლას არ უკავშირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიიჩნევს, რომ თუ რუსეთს ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილება უხარია, ეს ომის დასასრულებლად განხორციელებულ ეფექტიან ზეწოლას არ უკავშირდება. მან ეს სოციალურ ქსელში დაწერა.

სიბიგას თქმით, გაუბედაობა აგრესორს არასწორ სიგნალს უგზავნის და ომს მხოლოდ ახანგრძლივებს. მისივე თქმით, ლინდსი გრემს ეს კარგად ესმოდა.

მინისტრის განცხადებით, რუსეთთან მოქმედების თვალსაზრისით ერთი გაკვეთილი დიდი ხანია ნათელი უნდა იყოს: რუსებთან ნებისმიერი შინაარსიანი საუბარი რეალური ზეწოლითა და ძალით იწყება.

სიბიგა წერს, რომ რუსები უგულებელყოფენ მშვიდობისკენ ნებისმიერ მოწოდებას, რომელსაც გაუბედაობა ახლავს თან. მისი თქმით, ისინი პატივს არ სცემენ ზეწოლის მუქარებს ან დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს და მათ სერიოზულად არ აღიქვამენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ