მსოფლიო

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაზე საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაზე საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო

რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16-მა შავი ზღვის თავზე ქვეყნის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ორი საჰაერო დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში აცნობა.

უწყების ცნობით, სამხედროებმა შეატყობინეს, რომ პირველი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში 17:59 საათზე შემოიჭრა. იგი 2 წუთში ჩამოაგდეს სულინადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კილომეტრის დაშორებით.

მეორე დრონი იმავე რაიონში 18:05 საათზე, შეჭრიდან 4 წუთის შემდეგ, ჩამოაგდეს. ეს მოხდა სულინადან აღმოსავლეთით 20 კილომეტრის დაშორებით.

განცხადებაში წერია: „შავი ზღვა კვლავ უსაფრთხო იქნება“.

რუმინეთის საგარეო უწყების თქმით, ინციდენტის შესახებ ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს უკვე შეატყობინეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ