კალასი: 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდ სასანქციო სიას შეათანხმებენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდ სასანქციო სიას შეათანხმებენ. განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კალასის თქმით, ომის დაწყებიდან ეს იქნება რუსეთის „ომის მანქანის“ წინააღმდეგ ყველაზე დიდი სასანქციო სია. მინისტრები ამ სიის დამტკიცებას ორშაბათს აპირებენ.
კალასი წერს: „რუსეთის დარტყმებმა ორ დღეში 80-ზე მეტი უკრაინელი სამოქალაქო პირი მოკლა. მეტიც, მან გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის, ერთდროულად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ნატოს მოკავშირეების, წინააღმდეგ.“
მისივე შეფასებით, რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად მეტ შემოსავალს აძლევს. კალასი ამბობს: „რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არაა, და ევროპა არ შეასუსტებს.“









