მსოფლიო

ლონდონი: რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სანქციებით შევინარჩუნებთ

ლონდონი: რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სანქციებით შევინარჩუნებთ

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა დიზელის საწვავთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ. განცხადებით, ლონდონი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინას საკუთარი თავის დაცვა შეეძლოს.

მთავრობის თქმით, რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდება იმ სასანქციო რეჟიმით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ოდესმე აუმოქმედებია. ეს, განცხადების მიხედვით, პუტინის აგრესიის ფასს გაზრდის და სამართლიანი და მყარი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას დაეხმარება.

გაერთიანებული სამეფოს პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობას სერიოზულად ეკიდება, რუსეთმა კი არაერთხელ უარყო მთლიანი და ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინელი სამოქალაქო პირებისა და ენერგეტიკის წინააღმდეგ დარტყმებს აგრძელებს.

„რუსეთს დღესვე შეუძლია ამ ომის დასრულება. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და პარტნიორებთან ვიმუშაოთ მყარი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრესსპიკერმა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ