მსოფლიო

პუტინმა დაბადების დღე გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა

პუტინმა დაბადების დღე გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან, ერთად აღნიშნა. მათი ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა მედიიდან შეიტყო, რომ შრიოდერი მოსკოვში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

„პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.