მსოფლიო

ალიევს სურს, რომ ტრამპს 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭოს

ალიევს სურს, რომ ტრამპს 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიას მიანიჭებენ სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.

ალიევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული ძალისხმევა ჩვენს რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველსაყოფად სათანადოდ დაფასდება წელს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას“.

მისივე თქმით, ტრამპმა ისტორიული როლი შეასრულა ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო პროცესის წინ წაწევაში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი გულისხმობს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ სამშვიდობო სამიტს, რომელიც ტრამპის ორგანიზებით ჩატარდა.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივით აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს. ამით მათ სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილი აღიარეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ