პოლიტიკა

კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე: 2008 წლის ომი სააკაშვილმა 2 დღეში წააგო

კობახიძე სააკაშვილის განცხადებაზე: 2008 წლის ომი სააკაშვილმა 2 დღეში წააგო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილი აცხადებს, რომ „2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.

კობახიძის თქმით, 2008 წელს მომხდარი კარგად ცნობილია და სააკაშვილმა ომი 2 დღეში წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სამხედროები და ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ.

„ჩვენ შეგვიძლია მადლობა ვუთხარით ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის მისი და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე, ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, 2 დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს, გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული ომი მიხეილ სააკაშვილმა. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა და მათი განცხადებები“, - განაცხადა კობახიძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ