ტრამპი: პუტინთან შეთანხმებით რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს დიზელით მოამარაგებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა: რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში დიზელის საწვავის ასობით ათას ტონას მიაწვდის.
ტრამპის თქმით, პუტინთან განხილვა ახლახან დასრულდა. მისივე ცნობით, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დიზელის საწვავის 300 000 ტონაზე მეტს ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწვდის, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო მას შემდეგ დაუყოვნებლივ 1 000 000 ტონას. ამასთან, ტრამპი წერს, რომ რუსეთის დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლე დროში 3 000 000 ტონა დიზელის საწვავი მიეწოდება.
ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ამ განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და მსოფლიოსთვის სწრაფად დაიწევს.
ტრამპი ამ განცხადებას ძალიან დიდ და მნიშვნელოვან განცხადებად მიიჩნევს და დასძენს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.









