ტრამპი: რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებაში მთელი ევროპა იქნება ჩართული. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა პირველად სურთ. მისივე სიტყვით, დღეს სატელეფონო საუბრები ჰქონდა და რამდენიმე ხვალაც აქვს დაგეგმილი, მხარეებს კი შეხვედრები ორშაბათსა და სამშაბათს აქვთ.
„მათ შეთანხმება სურთ. ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა პირველად სურთ. შეხვედრები გვაქვს. დღეს სატელეფონო საუბრები მქონდა და რამდენიმე ხვალაც მაქვს. მათ შეხვედრები ორშაბათსა და სამშაბათს აქვთ. ვფიქრობ, შეთანხმება სურთ. ეს ძალიან დიდი შეთანხმება იქნება. ვფიქრობ, მასში მთელი ევროპა იქნება ჩართული“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესია.
„ჩვენ მარ-ა-ლაგოში უამრავი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა ადამიანთან, როგორც რუსეთთან, ისე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგად ვმუშაობთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სტატიაში მოხსენიებული პირები











