მსოფლიო

თეთრ სახლთან დააკავეს ვენესუელელი, რომელსაც მოპარულ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა

CNN - თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს ვენესუელელი მამაკაცი, რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი დააკავა. მას მოპარულ ავტომობილში რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ჩრინოსი აშშ-ში 2024 წელს არალეგალურად შევიდა.

დეპარტამენტის განცხადებაში წერია: „ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ხმები ესმოდა, რომლებმაც ვაშინგტონში ჩასვლა და დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს“.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ