აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს რუსეთს ექვსკაციანი დელეგაცია წარმოადგენს, მოლაპარაკებებს უშაკოვი კურირებს

კრემლმა 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი „მომავალ მოლაპარაკებებს კურირებს“.
პესკოვის ცნობით, დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები სერგეი რიაბკოვი და მიხაილ გალუზინი.
რუსულ მხარეს ასევე წარმოადგენენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იური ჟიგარლოვსკი.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











