უკრაინული მედია: დრონების იერიშის შემდეგ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთის რამდენიმე ქალაქში დრონებით თავდასხმები განხორციელდა, ხანძარი ქარხნებსა და საწყობებშია გაჩენილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დრონებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი აფეთქებების შესახებ განაცხადა.
დრონების იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ქალაქ ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონის“ ტერიტორიაზეც. რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, მანამდე „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.
„ტელეგრამ“ არხები წერენ, რომ ხანძარია როსტოვშიც, სამხედრო საწარმო „ალმასის“ მახლობლად მდებარე საწყობის ტერიტორიაზე.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











