კონფლიქტები

ტრამპი: ქეშმზე ირანის საზენიტო დანადგარი 15 წუთში, შესაძლოა 5 წუთშიც, გავანადგურეთ

Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა

აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა შეზღუდული ხასიათის დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კუნძულ ქეშმზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. მისი თქმით, აშშ-მა „მცირე მასშტაბის“ იერიში მიიტანა.

„მათ მცირე ზომის საზენიტო დანადგარი ააგეს და ჩვენ ის 15 წუთში გავანადგურეთ, შესაძლოა 5 წუთშიც კი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ