კიევში რუსული თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა, მოძრაობა გადაკეტილია

რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაიკეტა. კლიჩკოს თქმით, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს შეუტიეს. ხანძარი სოლომენსკის რაიონში გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, კიევში ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
სტატიაში მოხსენიებული პირები
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











