კიევზე რუსული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი

რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. დარტყმების შემდეგ საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობა დაინგრა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ამზადებდა. მან მოკავშირეებს Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.
სტატიაში მოხსენიებული პირები
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











