ლუთერები და პროტესტანტები 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავენ

ლუთერები და პროტესტანტები 31 ოქტომბერს რეფორმაციის დღეს აღნიშნავენ. ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.
სააგენტო საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ და ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიებსა და მათ მრევლს დღესასწაულს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს.
„ეს თარიღი უკავშირდება რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს”, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











