ლავროვი: ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა მოუწევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს. განცხადება მან ატლანტაში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ლავროვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა.
„პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გასული ბოლო ექვსი წლის ისტორიის მიუხედავად, იგი მასთან შეხვედრისთვის კვლავ მზადაა. მან ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ზელენსკიმ პირისპირ შეხვედრისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა პუტინმა უპასუხა, რომ თუ ზელენსკის შეხვედრა სურს, მაშინ მოსკოვში ჩამოვიდეს და ჩვენ მის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა ლავროვმა.











