მსოფლიო

ტრამპი ჰაბარდთან შეხვედრაზე: სულელ ადამიანებს რუსეთისთვის სანქციების დაწესება სურდათ

დონალდ ტრამპის განცხადებით, „სულელ ადამიანებს“ სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელ სტივენ ჰაბარდს შეხვდა. ჰაბარდი რუსეთში უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო იყო გასამართლებული. 74 წლის მამაკაცი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან საუბარში ჰაბარდის დაბრუნებას მოითხოვდა და ამავდროულად სანქციებსაც დაუწესებდა. „როგორ იქნებოდა ეს. მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს: „ბატონო პრეზიდენტო, სტივენ ჰაბარდის დაბრუნება მსურს. სხვათა შორის, ჩვენ სანქციებს ახლავე დაგიწესებთ“. წარმოგიდგენიათ ეს? სულელ ადამიანებს სურდათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დამეწესებინა“, - აღნიშნა ტრამპმა.

თავად ჰაბარდმა ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რუსები ამ სანქციებს დასცინიან“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ