მსოფლიო

ნავროცკი სენეგალისკენ ფრენას წყვეტს და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლას ცდილობს

პოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, ვარშავაში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. დაბრუნება ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისის გამწვავების ფონზე მოხდა.

ნავროცკიმ X-ზე დაწერა: „ამ მომენტში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. მე სენეგალისკენ ფრენას ვწყვეტ. პოლონეთში ვბრუნდები“.

ტრიბუნალის შენობასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მთელი ღამე გაგრძელდა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადგილზე ნავროცკი მივიდა.

მოსამართლე მაცეი ბერეკმა X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ნავროცკი შენობაში შესვლას, პოლიცია კი მას აკავებს. ბერეკის თქმით, პრეზიდენტმა შენობაში შესვლა ვერ შეძლო, თუმცა მოსამართლეებს „ფიზიკურად დაუპირისპირდა“.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა რაფალ ლეშკევიჩმა განაცხადა, რომ ნავროცკის ტრიბუნალის შენობაში შესვლაში ხელი შეუშალეს.

მოგვიანებით ნავროცკიმ ტრიბუნალის ტერიტორია დატოვა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებთან სასწრაფო კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ