მსოფლიო

გერმანიის 34 ქალაქში Gen Z regelt-ის აქციებზე 160 000-ზე მეტი ადამიანი იგეგმება

Reuters- გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

გერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

გერმანიაში დღეს ახალგაზრდული მოძრაობა Gen Z regelt აქციებს მართავს. მოძრაობა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგება და განათლების სფეროში მეტი ინვესტიციის ჩადებას ითხოვს. ორგანიზატორების განცხადებით, აქციებში 160 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქციები 34 ქალაქშია დაგეგმილი, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენში.

ახალი აქციები საფრანგეთის ქალაქებშიც იგეგმება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 დემონსტრაციაა დაგეგმილი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ აქციების წინ 70 000 პოლიციელია მობილიზებული.

პარასკევ საღამოს იტალიის ქალაქებშიც გაიმართა აქციები სტუდენტებისა და მუშების მონაწილეობით. მათში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ტურინში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა სტუდენტებისა და მემარცხენე აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც პრეფექტურის შენობას მიუახლოვდნენ. რომში შეტაკებისას პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა.

იტალიაში დემონსტრანტები ცხოვრების ხარჯების ზრდას აპროტესტებენ და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. აქციების მონაწილეები სამხედრო ხარჯების გაზრდასაც ეწინააღმდეგებიან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ