პოლიტიკა

ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემდეგ პარლამენტს და სადეპუტატო მანდატებს დავტოვებთ

გიგა ფარულავა - პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს - პარტიის გაუქმების შემთხვევაში, საპარლამენტო მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ რჩება

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის შემდეგ ისინი პარლამენტს და სადეპუტატო მანდატებს დატოვებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა, როდესაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელს აფასებდა.

ფარულავას თქმით, მანდატები უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა მათ პარტიას და პოლიტიკურ გუნდს. მისი განმარტებით, პოლიტიკური პარტიის გაუქმების შემდეგ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა და, ამ შემთხვევაში, პარტიული მანდატი აღარ დარჩება.

კონკრეტული გეგმების შესახებ დეპუტატმა თქვა, რომ საზოგადოება ამას მისგან „ძალიან მალე“ გაიგებს, როდესაც პროცესები იმ ლოგიკური შედეგით დასრულდება, რასაც ელიან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ